კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და იმუნიზაციის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამუშაო შეხვედრაზე განხილეს COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხორციელებისთვის რეგიონში არსებული მზაობა და ვაქცინაციის პროცესის წარმართვის შესახებ იმსჯელეს.

დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა მიიღეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები