თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის

საცხოვრებელი სახლი იწვის თელავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხოდაშენში მობილიზებული სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟის მეხანძრე – მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ოჯახის წევრებმა სახლის დატოვება დროულად შეძლეს, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. მეზობლები ვარაუდობენ, რომ აალება გაუმართავი ელექტროსისტემის გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები