ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობისას ერთი პირი დაშავდა

ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი პირი შეუძლოდ გახდა.

დაშავებულს პირველადი დახმარება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ცოტა ხნის წინ დაიწყო, სადაც თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ადგილზე კარავი გაშალეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები