სამეგრელოში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა იკლო
სამეგრელოში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა იკლო. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთიში კოვიდ-19-ით 32 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 58 მოქალაქე.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 65 და 77 წლის გარდაცვლილი პაციენტები, სენაკის კოვიდკლინიკა „სენამედში“ გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
რეგიონში მოქმედი ექვსი კოვიდკლინიკის მონაცემები კი, ასე გამოიყურება:
„რუხის კლინიკაში 79 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 35 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა სამი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 17 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 22 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 33 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება, რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 43 ადამიანი იმყოფება.
20 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 792 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პირი გარდაიცვალა.