კახეთში კორონავირუსის 25 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 – ით გაიზარდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო – ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ 19- ის დიაგნოზით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები