კობი-გუდაურის ავტომაგისტრალი უამინდობის გამო მე-10 დღეა ჩაკეტილია

თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კობი-გუდაურის მონაკვეთზე შესაძლოა დღეს შუადღემდე აღდგეს.

საავტომობილო მაგისტრალის გაწმენდა როგორც გუდაურის, ასევე კობის მხრიდან, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კობი-გუდაურის ავტომაგისტრალი უამინდობის გამო მე-10 დღეა ჩაკეტილია. გადაადგილებას ვერ ახერხებენ ტრაილერები. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გადმოყვანა კი გუდაურში, მხოლოდ 2 დღის წინ საბაგიროთი მოხერხდა და ის ამ დრომდე რეგიონში ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა.

საკვებსა და მედიკამენტებზე ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დეფიციტი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, მარაგები ისევ საბაგიროების დახმარებით შეივსება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები