სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დაფიქსირდა 212 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 61, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 34, გურიაში – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 32, კახეთში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში – 1.

ცნობისთვის, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 792 პაციენტი, გარდაიცვალა – 14.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები