ზუგდიდში მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარედგინა
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში 37 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს ბრალი ორი მუხლით – 108-ე (განზრახ მკველობა) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარუდგინეს.
ბრალის წარდგენას ესწრებოდა სახაზინო ადვოკატი გვანცა შელია. მისი ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ორი დღის წინ ახალგაზრა მამაკაცმა ბინის მეპატრონე ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა. დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება.