ლანჩხუთში, მატარებლის დაჯახების შედეგად, ქალი გარდაიცვალა

ლანჩხუთში უბედურის შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალი რკინიგზის ლიანდაგებზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის,წყლის, საჰაერო, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები