ნინოწმინდაში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა – მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი

ნინოწმინდა–ოროჯალარის გზაზე მატარებელი მსუბუქ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ცოლ–ქმარი მძიმედ დაშავდა, ისინი მრავლობითი ტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც ახალქალაქის ჰოსპიტალში აცხადებენ, ერთ-ერთ პაციენტს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მეორე კი თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები