გურიაში გათოვდა – თოვლმა ჩოხატაურის ზოგ სოფელში 70 სანტიმეტრს მიაღწია

დილიდან გურიის სამივე მუნიციპალიტეტში თოვს. ჩოხატაურის ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა 70 სმ-ს მიაღწია. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ჯერჯერობით არცერთ მუნიციპალიტეტში თოვლს პრობლემა არ შეუქმნია.

“გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში თოვლია, თუმცა არ არის ეს ჯერ საგანგაშო რაოდენობა. ტექნიკა მობილიზებულია გზების გასაწმენდად. ჩოხატაურის ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს. თუმცა, გზები ყველგან გაწმენდილია. ერთადერთი, რამაც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა შექმნას, არის ის, რომ მოსახლეობამ სახურავების გასუფთავება უნდა შეძლოს, თუ მომდევნო დღეებშიც ითოვებს, ეს დაემატება დღევანდელ თოვლს და გადაიტვირთება სახურავები, თოვლი დამძიმდება”, – გვითხრა ზურაბ ნასარაიამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, გურიაში ნალექი თოვლის სახით მომდევნო ორი დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები