დღეიდან, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გამოვლენილ ხარვეზებს სხვა კომპანია აღმოფხვრის

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” და “იკორთა 2007” 12000 – 12000 ლარით დააჯარიმა.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიებმა გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება.
სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 18 იანვარს ტაძრის დასავლეთი მკლავზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვა დაზიანდა.
უკვე ცნობილია, რომ დროებით სამუშაოებს ტაძარზე კომპანია “ბაგინეთი +” განახორციელებს. სამუშაოების წარმართვას კი სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ, თუმცა, ვინ იქნებიან ეს კომპანიები, უცნობია.
სააგენტოს ცნობით, ტაძარზე დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო და დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები