მდინარე მტკვარზე განბანვის რიტუალი ჩატარდა
ნათლისღების დღესასწაული დღეს სამცხე-ჯავახეთში განსხვავებულად აღინიშნა. სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხის ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა, თუმცა კორონავირუსის გამო, ნათლობები ვერ ჩატარდა.
წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა სოფელ მინაძეში, მდინარე მტკვრის ნაპირებთან გადაინაცვლეს, სადაც მეუფე თეოდორემ წყალი აკურთხა. სწორედ ამ ადგილზე ჩატარდა განბანვის რიტუალი.
„მინდა მთელს საქართელოს მივულოცო დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. განიწმინდებიან ყოველნი წყალნი, მდინარენი და ჩენ ყველანი ვიღებთ მადლს. უკვე ოცი წელია აქ ვარ და ყოველ წელს ჩამოვდივარ, იკურთხება მდინარე ხდება განბანვა და ნათლობა, თუმცა წელს კორონავირუსის გამო, ნათლობა ჩატარდება მხოლოდ ტაძრებში“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ მეუფე თეოდორემ.