მეუფე გერასიმე: პატრიარქისა და ცხინვალის მიტროპოლიტის გარდა მღვდელმოქმედების ჩატარება იქ, არავის შეუძლია

„ჩვენ მივწერეთ საპროტესტო წერილი, იმიტომ, რომ ლოცვა – კურთხევის გარეშე, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისა და ნიქოზის და ცხინვალის მიტროპოლიტ იესაიას გარეშე, არავის არ შეუძლია მღვდელმოქმედების ჩატარება“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე ეკლესიაში შობის დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგიის რუსულ ენაზე ჩატარების ფაქტს.
„ყველა მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის რუსეთის ეკლესია სცნობს, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს, ჩვენ მივწერეთ საპროტესტო წერილი, იმიტომ, რომ ლოცვა – კურთხევის გარეშე, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისა და ნიქოზის და ცხინვალის მიტროპოლიტ იესაიას გარეშე, არავის არ შეუძლია მღვდელმოქმედების ჩატარება. ეს არის კანონიკური წესი მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიისა. ჩვენ ვალდებული ვიყავით ჩვენი საპროტესტო წერილი გაგვეგზავნა და ეს არ იყო მხოლოდ ჩემი, ეს იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, ასე მივმართე. და არა როგორც ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტმა. ჯერ პასუხი არ მოგვსვლია”,- განაცხადა მიტროპოლიტმა.
როგორც მიტროპოლიტი გერასიმე, რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში მიუთითებდა მისთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები