კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის (კმ93-კმ99) და (კმ105-კმ107) ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო (კმ100-კმ104) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა