სამეგრელოში დღეს კოვიდ-19-ით ინფიცირებულზე მეტი გამოჯანმრთელებულია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთიში კოვიდ-19-ით 145 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 179 მოქალაქე.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა.
რეგიონში მოქმედი ექვსი კოვიდკლინიკის მონაცემები კი, ასე გამოიყურება:
„რუხის კლინიკაში 77 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 39 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ერთი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 25 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 33 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება, რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 45 ადამიანი იმყოფება.
19 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 494 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები