ქუთაისში მდინარე რიონის კურთხევის რიტუალი შესრულდა
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში, მდინარე რიონის კურთხევის ცერემონია გაიმართა.
წყალკურთხევის რიტუალი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.
წყლის კურთხევის ცერემონია ყოველწლიურად ტარდება. მდინარის კურთხევამდე ბაგრატის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.