რუსთაველებს 40 ახალი ავტობუსი მოემსახურება

რუსთავში 40 ახალი ავტობუსი ეტაპობრივად, დეკემბრის თვიდან დაემატა.
როგორც „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, შეზღუდვების მოხსნისთანავე, რუსთავის მოსახლეობა ახალი, თანამედროვე ავტობუსებით ისარგებლებს.

„ ავტობუსები ორივე მიმართულებით ივლიან, როგორც შიდა საქალაქო გადაზიდვები ასევე საქალაქთაშორისო გადაზიდვები. არცერთი წუთით არ გაჩერებულა მზაობა ამ თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლისთვის. მზადდება ელექტრონული გადახდის სისტემები, გაჩერებებზე წესრიგდება ტაბლოები და ძალიან მალე, როგორც კი ეს შეზღუდვები მოიხსნება ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის რომ ახალი ევროპული სერვისი შევთავაზოთ რუსთავის მოსახლეობას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები