სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 49 პირი დაინფიცირდა

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევენი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: დედაქალაქში გამოვლენილია კორონავირუსის 647 შემთხვევა, აჭარაში – 58, იმერეთში – 249, ქვემო ქართლში – 93, შიდა ქართლში – 95, გურიაში – 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 145, კახეთში – 106, მცხეთა-მთიანეთში – 41, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 345 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 910 – გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 – გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები