კახეთში კოვიდინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 1 550 შემთხვევიდან 106 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 249, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 95, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 106, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კოვიდ-19- ს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 15 ადამიანი ემსხვერპლა.