იმერეთში კორონავირუსის 249 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 249 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც, 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 702.
მძიმე პაციენტია 775 პირი, იმერეთში – 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი იმერეთში – 26.
563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 32 – იმერეთში.
7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები