ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair ფრენებს მარტიდან განაახლებს
Wizzair-მა საქართველოდან ფრენები მარტის თვემდე გადადო.
გადადებულ ფრენებს შორისაა, რიგის და დორტმუნდის მიმართულების რეისებიც.
დღეის მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს მიმართულებით ფრენების, მინიმუმ, მარტამდე არ განაახლებს.
განრიგით, Wizzair-ი მარტის დასაწყისიდან აპირებს რეისების შესრულებას ქუთაისი-დორტმუნდის, ქუთაისი-რიგის, ქუთაისი-ვარშავის და ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე.
ქუთაისიდან ვენის, ლარნაკის, ათენის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით ფრენები მარტის ბოლოდან არის დაგეგმილი, ხოლო მაისიდან – პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, კრაკოვის, პოზნანის, ვროცლავის მიმართულებით. ეს 12 მიმართულება სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.
ქუთაისი-რიგის რეისები ნოემბერში განახლდა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, Wizzair -მა რამდენიმე ფრენა დეკემბერ-იანვარში შეასრულა.
Wizzair-ს ქუთაისის ბაზაზე დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულის სეზონზე აქვს დაანონსებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო Wizzair-მა რეგულარული ავიარეისების შესრულება მარტში შეწვიტა.
საქართველოში ფრენები მარტში აიკრძალა, 2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.