ქუთაისში, სტუდენტების სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავენ
ქუთაისის საკრებულოში სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათების დაწესების მოთხოვნის საკითხზე განხილვა დაიწყო. ინიციატივას ქუთაისის საკრებულოს ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე წარადგენს. მისი თქმით, საშეღავათო ტარიფებით ქუთაისში რეგისტრირებული სტუდენტების გარდა, სხვა რეგიონების სტუდენტებიც ისარგებლებენ.
“ინიციატივას თვის ბოლო ოთხშაბათს საკრებულოს სხდომაზე წარვადგენ. ეს ეხება სტუდენტებისათვის საშეღავათო ტარიფების უზრუნველყოფას. საჭიროა ბიუჯეტში გამოინახოს თანხები, ასევე არსებობს კიდევ სხვა სერვისები და ყველა მიმართულება უნდა განვიხილოთ. ეს იქნება ღია და გამჭვირვალე პროცესი. პროგრამა უნდა იყოს ყველასთვის და ბუნებრივია, ვერ გავყოფთ სტუდენტებს ქუთაისელ და სხვა მუნიციპალიტეტების სტუდენტებად”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
საკრებულოს ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით, შეღავათების დაწესებას აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობა აფერხებდა.