იყალთოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასკვნითი სამუშაოები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტი საბავშვო ბაღის შენობის თბო- მოდერნიზაციასთან ერთად, განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას მოიცავს, რაც შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებას გულისხმობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსდა და ჯამურმა ღირებულებამ 822 281 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები