ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი „სასამართლო სხდომა“ 25 იანვარს ჩაინიშნა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ეწ. სასამართლო პროცესი ცხინვალში 25 იანვარს გაიმართება, – აღნიშნული ინფორმაცია ქართულმა მხარემ ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშობს და მოლაპარაკებებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე უპირობოდ გათავისუფლდეს“ – აცხადებენ სუს-ში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე დღეს განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა.

ზაზა გახელაძეს სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე – რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები