ამბროლაურში გზები ინტენსიურად იწმინდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო აქტიურად მიმდინარეობს გზების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერისზვიად მხეიძის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ, გზების ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება.

პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს სოფლებთან დამაკავშირებელი, განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გზების გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვისცენტრიახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები