ამბროლაურში გზები ინტენსიურად იწმინდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო აქტიურად მიმდინარეობს გზების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.
“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის – ზვიად მხეიძის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ, გზების ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება.
პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს სოფლებთან დამაკავშირებელი, განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
გზების გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის–ცენტრი” ახორციელებს.