გუდუარი-კობის საბაგიროები მგზავრებს ყოველდღე, 12:00-დან 15:00 საათამდე მოემსახურება

დღეიდან, გუდუარი-კობის საბაგიროები, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად იმუშავებს ყოველდღე, 12:00-დან 15:00 საათამდე, საავტომობილო გზის გახსნამდე, – ამის შესახებ ინფრომაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაო საათები შეიძლება შეიცვალოს მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების შესაბამისად. მგზავრები გონდოლაში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

როგორც ყაზბეგის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გონდოლებს ყოველი დღის ბოლოს ჩაუტარდება სადეზინფექციო წმენდა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები