ონში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში 2021 წელში დასასრულებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ონის მერიიდა აცნობეს.
მათი განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია, ონის საბავშვო ბაღია, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ონის ა/აიპ „საბავშვო ბაღის“ რეაბილიტაციას ამხანაგობა ,,დელტამშენი” ასრულებს. ღირებულება 699 900 ლარია, რომლის 95% -სახელმწიფო , ხოლო 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.