ონში სასოფლო გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება

ზამთრის სეზონმა და უხვმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილების პრობლემები შექმნა. როგორც ონის მერიაში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, მიუხედავად უხვი ნალექისა და თოვლისა, შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობის გათვალისწინებით, სერიოზული შეფერხებები და პრობლემები არ ყოფილა.

”მუნიციპალიტეტში გზების მონიტორინგი და წმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება, გაიწმინდა კურორტ შოვამდე მისასვლელი და სოფელ გლოლის შიდა საუბნო გზები. სამუშაოებს შპს “ონის სერვის ჯგუფი” ახორციელებს“,- განაცხადეს მერიაში.

მათი განცხადებით, გზების წმენდის სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები