ანა ნაცვლიშვილმა გელათის დაზიანების ფაქტზე საგამოძიებო უწყებას მიმართა

პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიებას მოითხოვს. მან განცხადებით, საქართველოს მთავარ საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართა.
ნაცვლიშვილის თქმით, წლებია, რაც გელათში არსებული ფრესკები დაზიანებულია, თუმცა არცერთი უწყების მხრიდან საკთხს რეაგირება არ მოჰყოლია.
“ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია,”- აცხადებს ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები