ცაგერის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ განუცხადა, საკლასო ოთახებში სწავლის პროცესი 1 თებერვალს გადაინაცვლებს.
“ბოლო დროს კოვიდსტატისტიკის შემთხვევების კლება ჩვენს მუნიციპალიტეტში გვაძლევს იმის იმედს, რომ 1 ტებერვლიდან სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში განვაგრძობთ“,-განაცხადა ირაკლი სილაგაძემ.
ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ 25 საჯარო სკოლაა.