კახეთში კოვიდ 19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 110 შემთხვევიდან 5 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 13, იმერეთი – 5, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 0, გურია – 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში კი 2 958 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები