აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი.
ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა.
რეგიონის კოვიდ კლინინებში 280 პაციენტია მოთავსებული. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი.
აჭარის კოვიდსასტუმროებში 253 ადამიანი რჩება.