კახეთში კორონავირუსით 92-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კოვიდ-19-ის დიაგნოზით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევა ცოტა ხნის წინ საგარეჯოს ”ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო.

ამ ეტაპზე, რეგიონში მკურნალობას 1842 მოქალაქე გადის, აქედან 1713 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 3 კოვიდსასტუმროში, ხოლო 126 კოვიდკლინიკაში იმყოფება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ 92- ს მიაღწია.

შეგახსენებთ, დღეს კოვიდ-19-ით კახეთში 58 პირი დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები