“ ბაბუა ფუტკარს მეძახის, რადგან შრომისმოყვარე ვარ“ – 7 წლის მოჭადრაკე ბორჯომიდან

7 წლის მოჭადრაკე, საქართველოს ჩემპიონი და იძულებით გადაადილებული პირი, ბარბარე შონია ბორჯომში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს. თამაში სამი წლიდან, ბაბუის დახმარებით ისწავლა. როგორც თავად „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ჭადრაკის თამაში მამამ და ბაბუამ შეაყვარა.
„თავიდან ფიგურების ცნობა ბაბუამ მასწავლა, მერე თამაში რომ ვისწავლე მამას და ბაბუს ყოველდღე ვეთამაშებოდი. შარშან საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ კორონას გამო ეს ჩემპიონატი გადაიდო. ძალიან ვინმერვიულე და ბევრი ვიტირე“,- ამბობს ბარბარე.
პატარა მოჭადრაკე „რეგიონულ კვირას“ სამომავლო გეგმებზეც ესაუბრება. 7 წლის ბარბარეს ოცნებაა მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს ჭადრაკში. გარდა ამისა, ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასაც აპირებს.
უფრო მეტი დეტალი ნახეთ, რეგიონული კვირას“ მომზადებულ სიუჟეტში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები