თელავში ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები ავტომობილის ორმა მგზავრებმა მიიღო. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთვის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.