ახალქალაქში, სოფელ პტენაში ახალი სკოლა აშენდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ახალაშენებულ სკოლაში მოეწყო თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლას-კაბინეტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სივრცეები და სასადილო.

გარდა ამისა, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო სარეკრეაციო სივრცე.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა:
აშენდა 30 სკოლა;
60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;
განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები