ახმეტის რაიონის სოფელ დუისში 1 პირი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც იბრამ ქავთარაშვილი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მისივე თანასოფლელი და მეზობელია.
მომხდარზე გამოძიება სსსკ- ის 108- ე მუხლით მიმდინარეობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მობილიზებულია პოლიცია.