სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირისით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში 332 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 100, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 72, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 247 805 გახდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე.