კახეთში კოვიდ-19-ის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19- ით ინფიცირების 780 შემთხვევიდან 58 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 100, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 72, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დღეს, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ-19- ით გარდაცვალების 17 შემთხვევა დაფიქსირდა.