ერთი გარდაცვლილი, 73 ინფიცირებული და 70 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელოში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთიში კოვიდ-19-ით 73 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი პაცინეტი და გამოჯანმრთელდა 70 მოქალაქე.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით გარდაცვლილი 78 წლის ქალი რუხის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონში მოქმედი ექვსი კოვიდკლინიკის მონაცემები კი, ასე გამოიყურება:
„რუხის კლინიკაში 74 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 39 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ერთი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 39 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 18 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 35 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება, რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 30 ადამიანი იმყოფება.