საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 247805-ს აღწევს.

COVID-19-ისგან გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 17-ს შეადგენს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2 933 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 1 608 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 232 993-ს აღწევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები