არჩილ თალაკვაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი არ შემცირდება.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და პარტიაში არის გამორჩეული ლიდერი და ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს საზოგადოებაში, ჩვენ ყოველთვის გვანიჭებდა უპირატესობას. შესაბამისად, მისი პოლიტიკიდან გასვლით ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. ახლა საჭიროა გუნდის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ. ჩემი აზრით, მხარდამჭერები ახლა ელოდებიან ქართული ოცნებისგან შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და არსებული პრობლემების გადაჭრას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები