კახა კალაძე: ირაკლი კობახიძე სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, საქართველოს მოსახლეობის იმედებს

ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს – ამის ძალა შესწევს!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, თუკი იმ გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა.

„ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, პირველ რიგში ჩემი, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის სხვა ლიდერების სახით, გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს.

თავის მხრივ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს.

ყველანი ერთად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას!

წინ დიდი გამარჯვებები გველის, გამარჯვებები რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მოიპოვებს! წარმატებას ვუსურვებ ირაკლის“, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები