გოჩა ენუქიძე – მზრუნველობასა და თანადგომას კვლავ გავაგრძელებთ
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე მხარეში საახალწლო პაკეტებით არერთ ოჯახს ეწვია. მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აქციას დღემდე განაგრძობს, ამჯერად ამბროლაურის სოფლებში-ხვანჭკარასა და მეორე ტოლაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებსა და შშმ პირებს სასურსათო პაკეტები მიუტანა.
“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხვანჭკარაში და მეორე ტოლაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და შშმ პირები მოვინახულეთ, შობა-ახალი წელი მივულოცეთ და სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები და პირადი მოხმარების სხვა ნივთები გადავეცით. მსგავსი აქტივობები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც განვახორციელეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, მზრუნველობისა და თანადგომის გამოსახატად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.