სამტრედიაში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სამტრედიაში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას მკურნალობა ქუთაისის სამედიცინო ცენტრში უტარდება. ექიმების განცხადებით პაციენტმა ბევრი სისხლი დაკარგა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პაციენტს აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში. გაკეთდა სასაწრაფო ოპერაცია, აღმოჩნდა გულში შემავალი ჭრილობა მარჯვენა პარკუჭის დაზიანებით. პაციენტმა ბევრი სიახლი დაკარგა, მას ყველა საჭირო მანიპულაცია უტარდება, ჯერჯერობით დინამიკა სტაბილირად მძიმეა”-, განაცხადა ლევან ტყებუჩავამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში ურთიერთშელაპრაკების ნიადაგზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე ერტი პორი დააკავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები