აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია გაიმართა
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხებოდა. ახალგაზრდების თქმით, პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი ფორმალურად წავიდა, დატოვა პასუხგაუცემელი კითხვები და განუხორციელებელი პროექტები.
,,ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. თუმცა იგი მორიგ არაფორმალურ მმართველად რჩება. აქ შეკრებილია ახალგაზრდული მოძრაობები, რომლებსაც ბიძინა ვერ მოგვატყუებს. ფერად ფურცლებზე ჩამოვწერეთ 41 პრობლემა, რომელიც აჭარას დაუტოვა, ხოლო აჭარის გარდა 441 პრობლემაც კი შეიძლება შეგროვდეს რაც საქართველოში დატოვა”,- განაცხადა აქციის მონაწილემ, ლაშა კომახიძემ
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აჭარის მთავრობის სახლთან 75 დღეა პროტესტის ნიშნად კარვებში რჩებიან.