დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 219 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 219 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში – 716.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, იმერეთში – 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან იმერეთში – 27.
638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 33 – იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათგან იმერეთში – 7.
კოვიდინფექციით ქვეყანაში კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.