გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაჭრილი 2 პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას გურჯაანის ” ჯეო ჰოსპიტალის” დირექტორმა განუცხადა.
გელა ორველაშვილის თქმით, 3 დაჭრილიდან ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული.
“3 დაჭრილიდან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. თუ რაიმე გართულება არ განვითარდა, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ერთს მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება დასჭირდა და სახლში გაეწერა, რაც შეეხება ორ დაჭრილს, ერთ მათგანს ჭრილიბა გულ-მკერდის, მეორეს კი მუცლის არეში აქვს მიყენებული”,- განაცხადა გელა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ, ინციდენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.